Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სადაზვერვო საქმიანობის შესახებ article 3 კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სადაზვერვო ინფორმაცია – მონაცემები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციებისა და პირების მიზნების, გეგმების, მოქმედებების, რეალური და პოტენციური შესაძლებლობების, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა მოვლენებისა და გარემოებების შესახებ; ბ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამა – საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია, რომლითაც განსაზღვრულია სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიზნები, მიმართულებები და პრიორიტეტები, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები; |
სადაზვერვო საქმიანობის შესახებ article 3 გ) საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობა – სადაზვერვო საქმიანობის სახეობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ სადაზვერვო საქმიანობისა და მასში მონაწილე პირების, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე ხანგრძლივად მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან. |