Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ article 8 4. თუ დადგინდა, რომ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა შეუძლებელია ან აღნიშნულის განხორციელება გონივრულ ვადაში შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება. 5. თუ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა ან პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა შესაძლებელია, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა სააგენტოს წერილობით წარუდგინოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ; |
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ article 8 მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრა. 1. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრისას თავდაპირველად უნდა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა. 2. თუ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა შესაძლებელია გონივრულ ვადაში და აღნიშნული არათანაზომიერ ხარჯებს არ მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენის ვალდებულება. 3. თუ დადგინდა, რომ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია ან აღნიშნულის განხორციელება გონივრულ ვადაში შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის ვალდებულება. |
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ article 8 ბ) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 180 კალენდარული დღისა სააგენტოს ამ მუხლის შესაბამისად წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (მასში მითითებული უნდა იყოს ღონისძიებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების ვადები). მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს უნდა ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული ამ გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა. 6. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი უნდა შეიცავდეს აგრეთვე ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების იმავე პუნქტებით დადგენილი რიგითობის დასაბუთებას. |
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ article 8 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დეპარტამენტის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა სააგენტოს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის დასაბუთება, რაც გულისხმობს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროებას. 8. ამ მუხლის მე-5, მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავდროულად, თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, არ ასრულებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. |
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ article 8 9. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია დადგენილი წესით შეიმუშავებს რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოსა და გარემოსდაცვით პროგრამაში არსებული თანხების/ასიგნებების ფარგლებში ამ ღონისძიებებისთვის შესაბამისი დაფინანსების განსაზღვრის შესახებ. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია წარედგინება სამინისტროს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოსა და ამ ღონისძიებებისთვის შესაბამისი დაფინანსების განსაზღვრის თაობაზე. 10. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელ ორგანოდ შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულება, გარდა დეპარტამენტისა. |