FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

პენიტენციური კოდექსი

article  90

სამსახურის ადგილობრივი საბჭო.
1. სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა, აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების/სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 2.  საბჭო შედგება 5 წევრისგან. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
    ა) სამსახურის 1 მოსამსახურე;
    ბ) სააგენტოს 1 თანამშრომელი;
    გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი;
    დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2 წარმომადგენელი.
3. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია საბჭოს წევრის ფუნქციების შესრულება.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის:
    ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეარჩევს და საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი;
    ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად სააგენტოს უფროსის წარდგინებით ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი;
პენიტენციური კოდექსი

article  90

გ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი; დ)  „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს საბჭოს წევრებად ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი. 5.  სამსახურის საკოორდინაციო საბჭო იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შერჩევისა და საბჭოს წევრებად წარდგენის მიზნით. სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს უფლებები, მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
6. საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და ამ კოდექსს.
7. საბჭოს წევრი ინიშნება 1 წლის ვადით.
8. საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:
    ა) პირადი განცხადება;
    ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
პენიტენციური კოდექსი

article  90

გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
    დ) ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;
    ე) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
    ვ) გარდაცვალება;
    ზ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
    თ) საბჭოს წევრად დანიშვნისას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება;
    ი) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება;
    კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია.
9. საბჭოს განსჯად ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციურ დაწესებულებაში საბჭოს სხდომა შეიძლება გაიმართოს ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით.
10. საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას, მათ შორის, სასამართლო წარმომადგენლობას, ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. მას უფლება აქვს, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები).
პენიტენციური კოდექსი

article  90

11. საბჭოს სხდომაში მონაწილე პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სხდომაში მონაწილეობის შედეგად.