FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მეწარმეთა შესახებ

article  205

სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე.
1. სააქციო საზოგადოების რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს ერთ-ერთი წევრი დანიშნოს ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარედ.
2. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე, როგორც კოლეგიური ორგანოს წარმომადგენელი, კოორდინაციას უწევს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობას, თავმჯდომარეობს ხელმძღვანელი ორგანოს სხდომებს და აკონტროლებს ხელმძღვანელი ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარის დამატებით ფუნქციებს.
3. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე თანამდებობაზე აირჩევა და თანამდებობიდან თავისუფლდება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.
4. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი, როგორც ხელმძღვანელი ორგანოს წევრის, უფლებამოსილების ვადას.
მეწარმეთა შესახებ

article  205

5. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარემ სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − საერთო კრებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელი ორგანოს და მისდამი დაქვემდებარებული ორგანოების საქმიანობის შესახებ.