Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 17 1. ბინადრობის მოწმობის მისაღებად პირი ვალდებულია წარადგინოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფოტოსურათები და საქართველოში კანონიერად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი. 11. დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულად ნათარგმნი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების სახით. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით. 2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირი ბინადრობის მოწმობის მისაღებად ვალდებულია წარადგინოს მხოლოდ საერთაშორისო დაცვის ფარგლებში მისთვის მინიჭებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და ფოტოსურათები. 3. ბინადრობის მოწმობის მისაღებად ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას . |