Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ article 3 ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება, შეწყვეტა, შეჩერება, აღდგენა. 1. ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება. 3. მუნიციპალიტეტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. 5. ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში; |
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ article 3 გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში. თუ მაღალმთიანი დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების ვადაა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 6 თვე ან 6 თვეზე მეტი. 6. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უწყდება, თუ: ა) გარდაიცვალა; ბ) შეიცვალა რეგისტრაციის მისამართი (გარდა აღნიშნული პირის სხვა მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის შემთხვევისა); გ) დატოვა მაღალმთიანი დასახლება, თუ ეს იწვევს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევას, გარდა ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. 7. ფიზიკური პირი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს ინარჩუნებს, თუ მან მაღალმთიანი დასახლება მკურნალობის ან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის მიზნით, გარკვეული ვადით დატოვა ან თუ მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. |
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ article 3 8. ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უჩერდება, თუ: ა) სასამართლომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა; ბ) მაღალმთიანი დასახლება უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღების მიზნით დატოვა და აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უჩერდება მის მიმართ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლის დღიდან. ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი აღუდგება, თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ 1 თვის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრობდა მაღალმთიან დასახლებაში. |
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ article 3 10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი აღუდგება, თუ სწავლის დასრულების/შეწყვეტის შემდეგ 1 თვის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრობდა მაღალმთიან დასახლებაში. 11. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტის გამოცემის შემდეგ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში. 12. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის შესახებ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად აისახება მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში. მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. |
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ article 3 13. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, ამ მუხლით განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი ინფორმაცია მიაწოდონ შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს. 14. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის, მათ შორის, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების დადგენის წესი, აგრეთვე აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც დამატებით რეგულირებას საჭიროებს, განისაზღვრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1252 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. |