Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საპატენტო კანონი article 11 საქპატენტის ბიუჯეტი. 1. საქპატენტი ფინანსდება: ა) საქპატენტის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლით; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლით; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. საფასური და სხვა შემოსავალი ირიცხება საქპატენტის ანგარიშზე, რომელსაც განკარგავს მხოლოდ საქპატენტი. საქპატენტის მიერ წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხები გადადის მომავალი წლის ბიუჯეტში. 4. საქპატენტი ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის ამზადებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს საქპატენტის ყველა ხარჯი და მათი დაფარვის წყარო. 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დასაშვებია წლის განმავლობაში საქპატენტის მიერ გამოუყენებელი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა. 6. საქპატენტის ბიუჯეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე. |
საქართველოს საპატენტო კანონი article 11 7. საქპატენტს უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეიძინოს და განკარგოს ქონება, გარდა უძრავი ქონებისა. საქპატენტი უძრავ ქონებას იძენს და განკარგავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. |