FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  106

ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების გამოყენება.
1. თუ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტი თავისუფალ მიმოქცევაში გაიშვება და იმპორტის გადასახადის ოდენობა გაანგარიშდება ამ კოდექსის 54-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადამუშავებული პროდუქტის მიმართ გამოიყენება შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში გამოსაყენებელი ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ვრცელდება გადამუშავების შედეგად მიღებულ ნარჩენზე.
3. შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას და იმპორტის გადასახადის ოდენობის ამ კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გაანგარიშებისას გადამუშავებული პროდუქტისთვის დადგენილი ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ ანალოგიური ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები გამოიყენება.
4. გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები არ გამოიყენება, თუ:
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  106

ა) ეს პროდუქტი ინარჩუნებს ქართულ წარმოშობას ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
    ბ) გარე გადამუშავება მოიცავს შეკეთებას, მათ შორის, ამ კოდექსის 153-ე მუხლის შესაბამისად სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენებას;
    გ) გარე გადამუშავება გამოიყენება ამ კოდექსის 147-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი გადამუშავებისთვის.