FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  15

დირექტორატი.
1. კომერციული ბანკის ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ კომერციული ბანკის დირექტორებს. ისინი პასუხისმგებელი არიან ბანკის საქმეების მართვისა და მისი ფუნქციების შესრულებისათვის. დირექტორატი შედგება არანაკლებ 3 დირექტორისაგან, რომელთაც ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო არაუმეტეს 4 წლის ვადით. მათი განმეორებით დანიშვნა შეუზღუდავია.
2. ყველა ბანკის დირექტორატის სტრუქტურაში უნდა იყოს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო.
3. კომერციული ბანკის დირექტორატის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს ან სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დირექტორატის წევრის პოზიციიდან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნებს.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  15

4. დირექტორატის წევრები კომერციული ბანკის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად, ბანკზე უნდა ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი და უნდა მოქმედებდნენ ბანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად. ისინი, ამ მოვალეობების ბრალეული შეუსრულებლობით მიყენებული ზიანისთვის, ბანკის წინაშე სოლიდარულად აგებენ პასუხს. დირექტორი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ იგი თავისი ქმედებით საერთო კრების გადაწყვეტილებას ასრულებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან საერთო კრების გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ზიანს გამოიწვევდა, მაგრამ ამის თაობაზე არ შეატყობინა საერთო კრებას გადაწყვეტილების მიღებამდე ან აღსრულებამდე.
5. კომერციული ბანკის დირექტორატს, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს თავისი უფლებამოსილების სხვებისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირების უფლება. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ ., მუხ .125