Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 42 ბავშვის საქართველოში მუდმივად მცხოვრებ შვილად აყვანის მსურველ პირთან დარჩენის შეუძლებლობისას განსახორციელებელი ღონისძიებები. 1. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მისი საქართველოში გამგზავრების შემდეგ მიიღება და ცენტრალური ორგანო მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის მშვილებლებთან (მშვილებელთან) დარჩენა არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, ცენტრალური ორგანო ახორციელებს ბავშვის დასაცავად აუცილებელ ღონისძიებებს, კერძოდ: ა) უზრუნველყოფს ბავშვის მშვილებლებისგან (მშვილებლისგან) განცალკევებას და შემდგომი ზრუნვის ფორმის განსაზღვრას და ამის შესახებ აცნობებს წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს; ბ) უკიდურეს შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბავშვის შესაბამის უცხო ქვეყანაში დაბრუნებას, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. 2. ბავშვს ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით უნდა ჩაუტარდეს კონსულტაცია და, საჭიროებისამებრ, მიღებული უნდა იქნეს მისი თანხმობა განსახორციელებელ ღონისძიებებზე. |