FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  4

საქართველოში შემოსვლა.
1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას.
2. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით საქართველოში შემოსვლისას, ტრანზიტით გავლისას და საქართველოდან გასვლისას, თუ არ აქვთ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი, თან უნდა იქონიონ მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სამგზავრო დოკუმენტები:
    ა) გამგზავნი ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის მოწმობა, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, წოდება, ნომერი (თუ აქვს), შეიარაღებული ძალების სახეობა და დატანილია ფოტოსურათი;
    ბ) ინდივიდუალური ან კოლექტიური გადაადგილების ბრძანება.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  4

3. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები, მათ შორის, იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოში შემოსვლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ, საქართველოში სამუშაოდ პირველად შემოსვლისათვის საჭიროებენ ვიზას, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აკრედიტაციის პერიოდში ისინი საქართველოში იმყოფებიან და საქართველოს სახელმწიფო საზღვარს კვეთენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული სააკრედიტაციო ბარათის საფუძველზე.
4. საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის განსხვავებული რეჟიმი.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  4

5. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში წვრთნებისა და ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოში შემოსვლისათვის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ.
6. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რომელიც დაკავშირებული არ არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში წვრთნებისა და ოპერაციების ჩატარებასთან, საქართველოში შემოსვლისას, ტრანზიტით გავლისას და საქართველოდან გასვლისას უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  4

7. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აგრეთვე სარგებლობენ ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეღავათებით.
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია ნება დართოს უცხოელს, გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სამგზავრო დოკუმენტის გარეშე და იმყოფებოდეს საქართველოში 3 თვემდე ვადით.