FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

article  3

ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი – პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ითხოვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღებას;
    ბ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე – საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ- კავკასიურ ენებს;
    გ) საქართველოდან წარმომავლობა – პირის ან მისი წინაპრის კუთვნილება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რომელიმე ეთნიკური ჯგუფისადმი და მის მიერ საქართველოს აღიარება თავის წარმომავლობის ქვეყნად;
    დ ) წინაპარი – პირის აღმავალი შტოს ხუთი თაობა;
    ე) ახლო ნათესავები – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მეუღლე და შვილი;
    ვ ) დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი – შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დანიშნული პირი, რომელიც უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოში (ადგილსამყოფელ სახელმწიფოში) არსებული დიასპორის საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობის საერთო კოორდინაციას და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი;
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

article  3

ზ) დიასპორული ორგანიზაცია – გაერთიანება, რომელიც შექმნილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქართული კულტურის, საქართველოს სახელმწიფო ენის, ტრადიციების პოპულარიზაციის, დიასპორების შეკავშირების, საქართველოსთან კულტურულ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სპორტულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის მიზნით;
    თ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან არსებული დიასპორული ორგანიზაციების რეესტრი (შემდგომ − რეესტრი) – დიასპორული ორგანიზაციების სისტემატიზაციის მიზნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შექმნილი მონაცემთა ბაზა დიასპორული ორგანიზაციების შესახებ;
    ი) დიასპორა – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ერთობლიობა.