Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 15 საავტორო უფლება აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე. 1. აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორები (თანაავტორები) არიან: დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, ავტორი ტექსტიანი ან უტექსტო მუსიკალური ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ აუდიოვიზუალური ნაწარმოებისათვის. 2. აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე ხელშეკრულების დადება იწვევს ავტორების (თანაავტორების) მიერ ამ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლების გადაცემას აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლისთვის, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ ნაწარმოების ავტორებს (თანაავტორებს) უნარჩუნდებათ უფლება, მიიღონ ჰონორარი მოსარგებლისგან (მაუწყებლობის ორგანიზაციისგან, კინოთეატრისგან და ა. შ.) ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისთვის და ხელშეკრულებით სხვაგვარი შეთანხმება აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელსა და ავტორებს (თანაავტორებს) შორის ბათილია. ეს უფლება ხორციელდება მხოლოდ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მეშვეობით. 3. აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელს უფლება აქვს, ასეთი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი ან მოითხოვოს მისი მითითება. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 15 4. ავტორი ადრე შექმნილი ნაწარმოებისა, რომელიც გადამუშავებულია ან ჩართულია შემადგენელ ნაწილად აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში, აგრეთვე ავტორი ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის პროცესში, ინარჩუნებენ საავტორო უფლებას დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე თავიანთ ნაწარმოებებზე. მათ უფლება აქვთ დამოუკიდებლად ისარგებლონ ამ ნაწარმოებებით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იმ პირობით, რომ ასეთი სარგებლობა ხელს არ შეუშლის აუდიოვიზუალური ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას. |