FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ენერგოეფექტურობის შესახებ

article  28

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და გამოცემა.
1. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებიდან:
    ა) 12 თვის ვადაში: ა.ა) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ან პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების ან ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემისა და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების დამტკიცებას; ა.ბ) ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე ანგარიშგების წესის დამტკიცებას; ა.გ) გაზომვისა და დადასტურების პლატფორმის ფორმატის განსაზღვრას და მასზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების წესის დამტკიცებას; ა.დ) ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცებას; ა.ე) ენერგოაუდიტის ჩატარების წესის დამტკიცებას; ა.ვ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესის დამტკიცებას; ა.ზ) ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ნიმუშის დამტკიცებას; ა.თ) ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებისთვის ანგარიშსწორების წესების დამტკიცებას; ა.ი) ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების მხარეთა ზოგადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრას;
    ბ) 16 თვის ვადაში:
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  28

ბ.ა) ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცებას; ბ.ბ) გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის დამტკიცებას.
2. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებიდან:
    ა) 12 თვის ვადაში − სამინისტროს წარდგინებით: ა.ა) სატრენინგო პროგრამების დამტკიცებას; ა.ბ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (ეესგ) დამტკიცებას; ა.გ) ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისა და  აკრედიტაციის წესების დამტკიცებას;
    ბ) 24 თვის ვადაში − სამინისტროს წარდგინებით − ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესის დამტიცებას;
    გ) 24 თვის ვადაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარდგინებით: გ.ა) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცებას; გ.ბ) ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრების დამტკიცებას.
3. ეესგ-ის დამტკიცებიდან 12 თვის ვადაში:
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  28

ა) საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შენობების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებებისთვის ინვესტიციების სტიმულირების გრძელვადიანი სტრატეგიის დამტკიცებას;
    ბ) სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ შეტყობინების ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის წარდგენის წესის დამტკიცებას.
4. ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში სამინისტრო, კომისია და შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობას.
5. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების, აგრეთვე ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესების დამტკიცება.