Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 78 დროებითი კომისიის საქმიანობის შესახებ ანგარიში, აქტები და მათი განხილვის წესი. 1. დროებითი კომისია მისი უფლებამოსილების ვადის ბოლოს, ხოლო პარლამენტის უფლებამოსილების ვადით შექმნილი დროებითი კომისია − მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე, მაგრამ წელიწადში არანაკლებ ერთხელ, პარლამენტის ბიუროს წარუდგენს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ. დროებით კომისიას შეუძლია აგრეთვე პარლამენტის ბიუროს ნებისმიერ დროს წარუდგინოს შუალედური ანგარიში. 2. დროებით კომისიას შეუძლია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშაოს შემდეგი აქტები: დასკვნა და რეკომენდაცია. 3. დროებით კომისიას უფლება აქვს, თავისი აქტები რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოს, დაწესებულებას ან უწყებას გადაუგზავნოს. დროებითი კომისიის აქტების შესაბამისი ორგანოსთვის, დაწესებულებისთვის ან უწყებისთვის გადაგზავნის შემთხვევაში დროებით კომისიას საკითხის განხილვის შედეგებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ უნდა ეცნობოს არაუგვიანეს 1 თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში. 4. დროებითი კომისიის მიერ მიღებული დასკვნა/რეკომენდაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 78 5. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია დროებითი კომისიის ანგარიში, დასკვნა, რეკომენდაცია შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით. 6. დროებითი კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს დროებითი კომისიის თავმჯდომარე ან მომხსენებელი, რომელსაც დროებითი კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან. 7. დროებითი კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში პარლამენტი იღებს დადგენილებას დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული აქტის თაობაზე. |