Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 27 იძულებითი ზომები. 1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქმიანობაზე ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და შეასრულოს სალიცენზიო პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე გავრცელდება კანონით დადგენილი იძულებითი ქმედებები. 2. არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 3. ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ან/და სალიცენზიო პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები. 4. მარეგულირებელი ორგანო გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრისათვის გონივრულ ვადას ადგენს და წერილობით ატყობინებს დამრღვევს. 5. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს, რომლის საქმიანობამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობას ან/და დააბინძუროს გარემო, დაუდგინოს დამატებითი პირობები ან/და გაუუქმოს ლიცენზია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 27 6. ამ კანონით რეგულირებადი საქმიანობის განხორციელებისას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური ან/და იურიდიული პირი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით. |