Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
სადაზვერვო საქმიანობის შესახებ article 7 სადაზვერვო დაწესებულებები (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან) ]. . 2. საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაწესებულებები არიან: საქართველოს დაზვერვის სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფები. |
სადაზვერვო საქმიანობის შესახებ article 7 სადაზვერვო დაწესებულებები (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან) ]. . . 3. საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაწესებულებები, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ სფეროებში: ა) საქართველოს დაზვერვის სამსახური – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროებში; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები – სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ, სამხედრო-ეკონომიკურ, სამხედრო-ტექნიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფები – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროებში. [3. სადაზვერვო დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას შემდეგ სფეროებში: ა) დაზვერვის სააგენტო – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროებში; |
სადაზვერვო საქმიანობის შესახებ article 7 6. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაწესებულების მოსამსახურეები შეიძლება მივლენილ იქნენ დაზვერვის სისტემაში შემავალ სხვა დაწესებულებაში. |
სადაზვერვო საქმიანობის შესახებ article 7 7. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს სადაზვერვო საქმიანობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის ან სადაზვერვო დაწესებულების მოქმედებებში, გარდა კანონით საამისოდ უფლებამოსილი პირისა. 8. პირი, რომელიც დაიშვება სადაზვერვო დაწესებულების მონაცემებთან, გადის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაშვებისათვის აუცილებელ პროცედურას. ეს პროცედურა მოითხოვს პირის მიერ ამ მონაცემთა გაუმჟღავნებლობის შესახებ წერილობითი ვალდებულების აღებას. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 9. სადაზვერვო დაწესებულებათა ისტორიული და მეცნიერული ღირებულების მქონე დოკუმენტები „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაიდუმლოების შემდეგ მუდმივი შენახვისათვის გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –საქართველოს ეროვნულ არქივს. |
სადაზვერვო საქმიანობის შესახებ article 7 10. სადაზვერვო დაწესებულებათა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს მათი საკადრო შემადგენლობისა და იმ პირთა ან/და ორგანიზაციათა შესახებ, რომლებიც მათთან კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ), აგრეთვე ამ დაწესებულებათა მიერ გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ, ინახება ამ დაწესებულებათა არქივებში და განსაიდუმლოებას არ ექვემდებარება. გამონაკლისია ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. 11. არავის არა აქვს უფლება, მოითხოვოს ინფორმაცია იმ პირთა ან ორგანიზაციათა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ) სადაზვერვო დაწესებულებასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი პირისა . საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. |
სადაზვერვო საქმიანობის შესახებ article 7 ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები – სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ, სამხედრო-ეკონომიკურ, სამხედრო-ტექნიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში; |
სადაზვერვო საქმიანობის შესახებ article 7 4. სადაზვერვო დაწესებულებების სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5. სადაზვერვო დაწესებულებების მოსამსახურეებზე ვრცელდება იმ დაწესებულებათა მოსამსახურეების სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, რომელთა სამსახურშიც ისინი ირიცხებიან. |