FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  108

უნივერსალური მომსახურება. 1.  საყოფაცხოვრებო   მომხმარებელსა   და  მცირე  საწარმოს  უფლება აქვთ, ამ კანონით დადგენილი წესით მიიღონ ელექტროენერგია უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისგან.
2. განაწილების მომსახურების ერთ არეალში არსებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მომხმარებლებს უნივერსალური მომსახურება შესაძლოა გაუწიოს მხოლოდ ერთმა მიმწოდებელმა, რომელსაც ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად დაეკისრა საჯარო მომსახურების ვალდებულება.
3. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის წესებს, რომლებითაც რეგულირდება უნივერსალური მიმწოდებლის საქმიანობა, მათ შორის, უნივერსალური მიმწოდებლის უფლება-მოვალეობები, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების შეწყვეტა და უნივერსალური მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ყოველწლიურად, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომისიას წარუდგენს წინა წლის განმავლობაში უნივერსალური მომსახურების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს. წლიური ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  108

4. ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებიდან  გამომდინარე,  კომისია უფლებამოსილია თავის მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დაადგინოს ელექტროენერგიის ტარიფი იმ საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელსაც უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ემსახურება. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ტარიფის რეგულირება განხორციელდეს მხოლოდ საჭიროების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოსთვის უნივერსალური მომსახურების გაწევის მიზნით.
5. კომისია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ამზადებს დეტალურ დასაბუთებას და მიუთითებს ელექტროენერგიის ბაზართან დაკავშირებულ იმ განსაკუთრებულ გარემოებებზე, რომლებმაც გამოიწვია საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის რეგულირების საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით შენარჩუნების აუცილებლობა. აღნიშნული დასაბუთება ხელმისაწვდომია საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  108

6. კომისია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას აგრეთვე განსაზღვრავს საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის რეგულირების ეტაპობრივი გაუქმების გეგმას და მისი დასრულების თარიღს, რაც ნათლად უნდა მიუთითებდეს რეგულირების დროებით ხასიათზე.
7. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელექტროენერგიის როგორც რეგულირებული, ისე საბაზრო ფასი ასახავდეს ხარჯებს, მათ შორის, მიწოდების ფაქტობრივ ხარჯს, აუცილებელი ინვესტიციებისა და მათთან დაკავშირებული ამონაგების ჩათვლით, აგრეთვე იმპორტისა და მიწოდების მომსახურების ხარჯებს.
8. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი:
    ა) უზრუნველყოფს საჯარო მომსახურების გაწევის სახით ელექტროენერგიის მიწოდებას იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ, ისარგებლონ ასეთი მომსახურებით;
    ბ) ახორციელებსუნივერსალურ მომსახურებას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;
    გ) იღებს ზომებს უნივერსალური მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო, საიმედო და განსაზღვრული ხარისხის შესაბამისად მიწოდების მიზნით;
    დ) იღებს ზომებს უნივერსალური მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ყველაზე მისაღები ფასების დადგენის მიზნით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  108

9. კომისია უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიას, რომლებიც იღებენ უნივერსალურ მომსახურებას, არ ჰქონდეს მომსახურებისა და დაცვის ერთნაირი პირობები.