FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

article  8

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრება.
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომლებიც პრივატიზებას არ ექვემდებარება, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. საქართველოს მიწის ბაზრის მოწესრიგების, მიწის გამოყენებისა და დაცვის, მიწის ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით იქმნება საქართველოს საადგილმამულო ფონდი, რომლის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს საადგილმამულო ფონდის მეშვეობით,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უპირატესი გამოსყიდვის უფლება აქვს სახელმწიფოს.