Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ article 14 ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი. 1. ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი არის ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების ადგილმდებარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე მხარდამჭერი ღონისძიებების თაობაზე და რომელიც ყოველწლიურად ახლდება. 2. ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის მიზნებია: ა) მმართველი ორგანოს მიერ სამიზნე ჯგუფების განსაზღვრისა და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებისთვის საქართველოში არსებული ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა; ბ) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების ზუსტი ადგილმდებარეობისა და საქმიანობის სპეციფიკის განსაზღვრისთვის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით საკადასტრო მონაცემებზე, რუკებსა და ორთოფოტოებზე დაფუძნებული მონაცემთა ბაზების შექმნა; გ) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების საქმიანობის იდენტიფიცირება. 3. მმართველი ორგანო მხარდამჭერი ღონისძიებების ეფექტიანად განსახორციელებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის წარმოებისა და ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მართვის წესებს. |