FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  5

საინვესტიციო ფონდების სახეები.
1. საქართველოში საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია დაფუძნდეს საინვესტიციო კომპანიის ან ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ფორმით.
2. საინვესტიციო ფონდი, როგორც საინვესტიციო კომპანია,  შესაძლებელია არსებობდეს სააქციო საზოგადოების ფორმით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დახურული რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია შესაძლებელია აგრეთვე არსებობდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების ფორმით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. თუ საინვესტიციო კომპანიამ დანიშნა აქტივების მმართველი კომპანია, ამ საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განმახორციელებელი პირი აქტივების მმართველი კომპანიაა.
4. საინვესტიციო ფონდი ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ფორმით უნდა დაფუძნდეს სახელშეკრულებო სქემად, რომელსაც მართავს და წარმოადგენს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აქტივების მმართველი კომპანია.
5. საინვესტიციო ფონდს შესაძლებელია მართავდეს მხოლოდ ერთი აქტივების მმართველი კომპანია.
6. ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია ჩამოყალიბდეს დახურულ, ინტერვალურ ან ღია საინვესტიციო ფონდად.
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  5

7. საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაშვებია ღია, ინტერვალური ან დახურული საინვესტიციო ფონდის გარდაქმნა სხვა სახის (ღია, ინტერვალურ ან დახურულ) საინვესტიციო ფონდად, თუ მარეგულირებელი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევაში საინვესტიციო ფონდის გარდაქმნის განხორციელებამდე ერთეულის მფლობელებს ენიჭებათ უფლება, მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე (გარდა ინვესტიციის გატანასთან დაკავშირებული ხარჯებისა).
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  5

71. სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) უფლება აქვს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობების საფუძველზე. საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს ეკრძალება საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის მთლიანი წილის (ერთეულების) 40%-ზე მეტის ფლობა, საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში რაიმე სახის პრივილეგირებული ხმის უფლებით სარგებლობა, საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა და საინვესტიციო ფონდისთვის/ქვეფონდისთვის ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფუნქციის შესრულება.
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  5

7-1 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე ამზადებს და საქართველოს პარლამენტს უგზავნის წინა წლის ანგარიშს. ამ ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს ასახული აღნიშნული მონაწილეობით (ერთეულის ფლობით) არსებული საინვესტიციო ფონდების/ქვეფონდების შესახებ ინფორმაცია.
8. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად, სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები საინვესტიციო ფონდებთან მიმართებით საინვესტიციო ფონდების სახეების,  საინვესტიციო პოლიტიკის, საქმიანობის საგნის ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №823 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.