Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 23 გადაზღვევის საქმიანობა. 1. სადაზღვევო რისკის მთლიანად ან ნაწილობრივ მიღებისას გადამზღვეველმა კომპანიამ, სადაზღვევო ბროკერმა სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულ მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე მის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით უნდა შეისწავლოს მზღვეველის რეპუტაცია და მასზე განხორციელებული ზედამხედველობის ხარისხი, მათ შორის, მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს თუ არა მზღვეველის მიმართ გამოძიება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტზე ან განხორციელდა ან ხორციელდება თუ არა მის მიმართ საზედამხედველო ღონისძიება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო; ბ) უნდა შეაფასოს მზღვეველის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობა; გ) ხელმძღვანელობისგან უნდა მიიღოს მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; დ) მკაფიოდ უნდა განსაზღვროს როგორც მზღვეველის, ისე გადამზღვეველი კომპანიის, სადაზღვევო ბროკერის ვალდებულებები. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 23 2. გადამზღვეველმა კომპანიამ, სადაზღვევო ბროკერმა მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას უნდა მიიღოს გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენად და სათანადო პერიოდულობით, მზღვეველის რისკის დონის შესაბამისად უნდა განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები. |