FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  2

ტერმინთა განმარტება.
1. ამ კანონის მიზნებისთვის ამავე კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) სეკიურიტიზაცია − გარიგება (გარიგებათა ერთობლიობა), რომელიც ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი სქემით ან მათი კომბინაციით: ა.ა) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული საბაზისო აქტივების შეძენით ან სხვაგვარად (მათ შორის, დერივატივის დადებით) იღებს საბაზისო აქტივებთან დაკავშირებულ საკრედიტო რისკს და ამ რისკის შეძენის დასაფინანსებლად უშვებს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტებს, რომელთა ღირებულება ან/და შემოსავლიანობა აღნიშნულ რისკზეა დამოკიდებული; ა.ბ) ხორციელდება საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის ტრანშირება (მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა  სქემაში სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული) ისე, რომ სქემის ფარგლებში გადახდები დამოკიდებულია საბაზისო აქტივების ღირებულებაზე ან/და შემოსავლიანობაზე და ტრანშების სუბორდინაცია განსაზღვრავს სქემაში ზარალის განაწილებას;
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  2

ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული − იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც საბაზისო აქტივების შეძენით ან სხვაგვარად (მათ შორის, დერივატივის დადებით) იღებს საბაზისო აქტივებთან დაკავშირებულ საკრედიტო რისკს და ამ რისკის შეძენის დასაფინანსებლად უშვებს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტებს, რომელთა ღირებულება ან/და შემოსავლიანობა აღნიშნულ რისკზეა დამოკიდებული;
    გ) საჯარო შეთავაზება − 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის ან წინასწარ განუსაზღვრელი რაოდენობის პირისთვის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების შეთავაზება;
    დ) კერძო შეთავაზება − სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების ისეთი შეთავაზება, რომელიც არ არის საჯარო შეთავაზება;
    ე) საქართველოში დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული − სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული, რომლის რეგისტრაციის ან მართვის ადგილი საქართველოშია. ამ კანონის მიზნებისთვის საქართველოში დაფუძნებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულად მიიჩნევა აგრეთვე სეკიურიტიზაციის ფონდი, რომელსაც მართავს აქტივების მმართველი კომპანია;
    ვ) საქართველოში დაფუძნებული ინიციატორი − ინიციატორი, რომლის რეგისტრაციის ან მართვის ადგილი საქართველოშია;
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  2

ზ) აქტივების მმართველი კომპანია − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია;
    თ) მართვის ადგილი − იურიდიული პირის შემთხვევაში − ადგილი, სადაც მმართველი ორგანო ფაქტობრივად ასრულებს მმართველობით ფუნქციას, ხოლო იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში − მისი საქმიანობის ადგილი;
    ი) მმართველი ორგანო − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მმართველი ორგანო;
    კ) რესეკიურიტიზაცია − სეკიურიტიზაცია, რომლის საბაზისო აქტივებიდან ერთი მაინც არის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი;
    ლ) გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი − ინვესტორი, რომელიც არ არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი;
    მ) ინიციატორი − იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: მ.ა) თავად ან მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი სხვა იურიდიული პირის ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის მეშვეობით მონაწილეობდა თავდაპირველ შეთანხმებაში; მ.ბ) საკუთარი სახსრებით ყიდულობს მესამე პირის მოთხოვნებს და ახორციელებს მათ სეკიურიტიზაციას;
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  2

ნ) თავდაპირველი შეთანხმება − შეთანხმება, რომლის საფუძველზედაც არსებული/პოტენციური მოვალის მიმართ წარმოიშობა არსებული/პოტენციური მოთხოვნები, რომელთა სეკიურიტიზაციაც ხორციელდება;
    ო) თავდაპირველი კრედიტორი − იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც თავად ან მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი იურიდიული პირის ან ორგანიზაციული წარმონაქმნის მეშვეობით დადო თავდაპირველი შეთანხმება;
    პ) ინვესტორი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც უჭირავს სეკიურიტიზაციის რისკის პოზიცია სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის მეშვეობით;
    ჟ) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი − ინსტრუმენტი (მათ შორის, ფასიანი ქაღალდი, სხვა ფინანსური ინსტრუმენტი, სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეული (პაი), სეკიურიტიზაციის კომპანიის წილი, სასესხო ვალდებულება), რომელსაც უშვებს ან/და იყენებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ან ინიციატორი და რომლის მეშვეობითაც ინვესტორს უჭირავს სეკიურიტიზაციის რისკის პოზიცია. ამ კანონის მიზნებისთვის, თუ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი ხელშეკრულებაა, ამავე კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი მითითება სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გამოშვებაზე აღნიშნული ხელშეკრულების დადებაზე მითითებად ჩაითვლება;
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  2

ტ) საბაზისო აქტივი − მოთხოვნა (მათ შორის, სამომავლო მოთხოვნა), რომელთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის სეკიურიტიზაციაც ხორციელდება;
    უ) კონტროლი − მშობელ საწარმოსა და შვილობილ საწარმოს შორის ურთიერთობა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც სამოქმედოდ შემოღებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აგრეთვე ნებისმიერ პირსა და საწარმოს შორის მსგავსი ურთიერთობა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შვილობილი საწარმოს შვილობილი საწარმო ამ საწარმოების ზემდგომი მშობელი საწარმოს შვილობილ საწარმოდ მიიჩნევა;
    ფ) მჭიდრო კავშირი − ორი ან ორზე მეტი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის კავშირი: ფ.ა) წილის ფლობით, რაც გულისხმობს საწარმოს ხმის უფლების 20 პროცენტის ან 20 პროცენტზე მეტის პირდაპირ ან კონტროლის მეშვეობით ფლობას; ფ.ბ) კონტროლის მეშვეობით; ფ.გ) ერთსა და იმავე პირთან მუდმივად არსებული კონტროლის მეშვეობით;
    ქ) მნიშვნელოვანი წილი − საწარმოს ხმის უფლების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან საწარმოს მართვაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, ხმის უფლების ოდენობის მიუხედავად;
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  2

ღ) ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები;
    ყ) რეჟიმი − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეჟიმი;
    შ) ტრანში − საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული, ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბებული საკრედიტო რისკის სეგმენტი, რომელში არსებული პოზიციაც შეიცავს უფრო მეტი ან ნაკლები საკრედიტო დანაკარგის რისკს სხვა სეგმენტში არსებულ იმავე სიდიდის პოზიციასთან შედარებით, პოზიციის მფლობელისთვის მესამე პირის მიერ პირდაპირ მინიჭებული საკრედიტო დაცვის გაუთვალისწინებლად;
    ჩ) გადახდისუუნარობა − მდგომარეობა, როდესაც: ჩ.ა) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან სეკიურიტიზაციის განყოფილების აქტივები (ვადიანობის მიუხედავად) ვეღარ ფარავს მისი მთლიანი ვალდებულებების (მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების) ჯამს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში აღმოიფხვრება აქტივებთან შედარებით ვალდებულებების მეტობა;
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  2

ჩ.ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ან სეკიურიტიზაციის განყოფილება ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შესაძლებელი იქნება ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრა;
    ც) პირი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, სეკიურიტიზაციის ფონდი), რომელიც არ არის იურიდიული პირი;
    ძ) მარეგისტრირებელი ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  2

რ) ინსტიტუციური ინვესტორი − ინვესტორი, რომელიც არის ერთ-ერთი შემდეგი პირი: რ.ა) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი; რ.ბ) „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული მიკრობანკი; რ.გ) „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; რ.დ) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია; რ.ე) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია ან რეგისტრირებული/ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი; რ.ვ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საბროკერო კომპანია; რ.ზ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო სქემის სახელით მოქმედი პირი; რ.თ) ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის სახელით მოქმედი პირი;
    ს) სადამფუძნებლო დოკუმენტი − სეკიურიტიზაციის კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმება ან სეკიურიტიზაციის ფონდის წესები;