Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება. 1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში; ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას; გ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს; გ-1) შრომით ხელშეკრულებებს დებს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკურ პერსონალთან; გ-2) (ამოღებულია - 18.05.2023, №71-IIს); გ-3) (ამოღებულია - 19.07.2024, №96-რს); დ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს; ე) (ამოღებულია - 08.08.2020, №134); ვ) (ამოღებულია - 08.08.2020, №134); ზ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა). 3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი: |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 22 ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას; ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს; გ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს; დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს; ე) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს; ვ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 8 აგვისტოს კანონი №134 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 12.08.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 18 მაისის კანონი №71-IIს - ვებგვერდი, 19.05.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 19 ივლისის კანონი №96-რს - ვებგვერდი, 19.07.2024წ. |