Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 10
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 191 საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან კულტურული დანიშნულების მასალის, სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოს ან აპარატურის შემოტანა. 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალური წარმომადგენლობის მიერ წარმოებული საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან კულტურული დანიშნულების ვიზუალური მასალის ან აუდიომასალის (კერძოდ, ლაზერული პროექციის ჰოლოგრამის, მულტიმედიური ნაკრების, პროგრამული ინსტრუქციის მასალის, მათ შორის, ბეჭდური მასალის შესაბამისი მასალის ნაკრების) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან, მიუხედავად ამ მასალის მიმღებისა და გამოყენების მიზნისა. 2. იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება: ა) ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონელი, რომელიც განკუთვნილია საზოგადოებრივი საქმიანობის განმახორციელებელი საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან კულტურის დაწესებულებისთვის/ორგანიზაციისთვის; ბ) საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან კულტურული დანიშნულების საკოლექციო ერთეული ან ხელოვნების ნიმუში, რომლის მიმღებია მუზეუმი, გალერეა ან მსგავსი დაწესებულება და რომელიც გასაყიდად არ არის განკუთვნილი. 3. ამ მუხლის მე-5–მე-12 ნაწილების გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყო ან/და აპარატურა, რომელსაც არ მოიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილი, თუ ის არასამეწარმეო მიზნითაა შემოტანილი. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 191 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოზე ან/და აპარატურაზე, რომელიც განკუთვნილია: ა) იმ საჯარო დაწესებულებისთვის ან საჯარო დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულისთვის, რომლის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაა; ბ) კერძო დაწესებულებისთვის, რომლის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაა. 5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება აგრეთვე: ა) სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოსთვის ან/და აპარატურისთვის განკუთვნილ სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე, თუ ის შემოიტანება იმ სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოსთან ან/და აპარატურასთან ერთად, რომლისთვისაც განკუთვნილია, ან თუ ის მოგვიანებით შემოიტანება და იდენტიფიცირდება, როგორც იმ ხელსაწყოსთვის ან/და აპარატურისთვის განკუთვნილი, რომელიც: ა.ა) მანამდე შეღავათით იქნა შემოტანილი, თუ სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე შეღავათის მოთხოვნის მომენტში ეს ხელსაწყო ან/და აპარატურა ისევ სამეცნიერო დანიშნულებისაა; ა.ბ) სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე შეღავათის მოთხოვნის მომენტში შესაძლებელია გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან; |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 191 ბ) სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოს ან/და აპარატურის ტექნიკური მომსახურებისთვის, კონტროლისთვის, დაკალიბრებისთვის ან შეკეთებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, თუ ის შემოიტანება იმ სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოსთან ან/და აპარატურასთან ერთად, რომლისთვისაც განკუთვნილია, ან თუ ის მოგვიანებით შემოიტანება და იდენტიფიცირდება, როგორც იმ ხელსაწყოსთვის ან/და აპარატურისთვის განკუთვნილი, რომელიც: ბ.ა) მანამდე შეღავათით იქნა შემოტანილი, თუ ინსტრუმენტზე შეღავათის მოთხოვნის მომენტში ეს ხელსაწყო ან/და აპარატურა ისევ სამეცნიერო დანიშნულებისაა; ბ.ბ) ინსტრუმენტზე შეღავათის მოთხოვნის მომენტში შესაძლებელია გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან. 6. ამ მუხლის მე-3−მე-5 ნაწილების მიზნებისთვის: ა) „სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყო ან/და აპარატურა“ არის ნებისმიერი ხელსაწყო ან/და აპარატურა, რომელიც, ტექნიკური მახასიათებლებიდან და ექსპლუატაციით მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, ძირითადად ან მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობისთვისაა განკუთვნილი; |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 191 ბ) „სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოს ან/და აპარატურის არასამეწარმეო მიზნით შემოტანა“ არის ისეთი სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოს ან/და აპარატურის შემოტანა, რომელიც სამეცნიერო კვლევისთვისაა განკუთვნილი ან საგანმანათლებლო დანიშნულებისაა და შესაბამისი საქმიანობა მოგების მიღების მიზნით არ ხორციელდება. 7. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ ხელსაწყოზე ან აპარატურაზე არ გაავრცელოს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, თუ დადგინდა, რომ აღნიშნული ხელსაწყოს ან აპარატურის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება საქართველოს სამრეწველო ინტერესებს წარმოების კონკრეტულ სექტორში ზიანს მიაყენებს. 8. დაუშვებელია საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმ საქონლის ან სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოს ან აპარატურის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა, რომელიც იმპორტის გადასახადისგან ამ მუხლის მე-5−მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული პირობებით თავისუფლდება. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 191 9. თუ ხდება ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ამ მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე დაწესებულებისთვის ან ორგანიზაციისთვის, ეს შეღავათი ძალაში რჩება, თუ მიმღები დაწესებულება ან ორგანიზაცია ამ საქონელს იმ მიზნით იყენებს, რომელიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას იძლევა. სხვა შემთხვევაში ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით წინასწარ გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ ამ საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება აღნიშნული საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 191 10. ამ მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულებას ან რომელსაც განზრახული აქვს, შეღავათით შემოტანილი საქონელი ამ მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოიყენოს, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს საბაჟო ორგანოს. 11. იმ დაწესებულების ან ორგანიზაციის მფლობელობაში დარჩენილი საქონელი, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულებას, ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული პირობის შესრულების შეწყვეტის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. 12. შეღავათით მოსარგებლე დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოყენებული საქონელი ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს საქონლის სხვა დანიშნულებით გამოყენების დაწყების მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 191 13. ამ მუხლის მე-7−მე-12 ნაწილები შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება აგრეთვე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის მიმართ. 14. უცხო ქვეყნის სამეცნიერო დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ ან მისი დავალებით მოწყობილობის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არასამეწარმეო მიზნით შემოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან. 15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი გამოიყენება, თუ მოწყობილობა: ა) ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული დაწესებულების ან ორგანიზაციის წევრის თანხმობით განკუთვნილია იმ სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში გამოყენებისთვის, რომლის მიზანი საერთაშორისო კვლევითი პროგრამის საქართველოში დაფუძნებულ სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციაში განხორციელებაა; ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში რჩება უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში. 16. ამ მუხლის მე-14, მე-15 და მე-17−22-ე ნაწილების მიზნებისთვის: ა) „მოწყობილობა“ არის სამეცნიერო კვლევის ჩატარებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი, აპარატურა, მანქანა-დანადგარი ან/და მისი აქსესუარი (მათ შორის, სათადარიგო ნაწილი და ხელსაწყო), რომელიც სპეციალურად მისი ტექნიკური მომსახურებისთვის, კონტროლისთვის, დაკალიბრებისთვის ან შეკეთებისთვის არის განკუთვნილი; |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 191 ბ) „არასამეწარმეო მიზნით შემოტანილი მოწყობილობა“ არის მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია იმ სამეცნიერო კვლევის ჩატარებისთვის, რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება. 17. დაუშვებელია საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ამ მუხლის მე-14−მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეღავათით შემოტანილი მოწყობილობის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა. 18. თუ ხდება ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული მოწყობილობის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ამ მუხლის მე-14−მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათებით მოსარგებლე დაწესებულებისთვის ან ორგანიზაციისთვის, ეს შეღავათები ძალაში რჩება, თუ მიმღები დაწესებულება ან ორგანიზაცია ამ მოწყობილობას იმ მიზნით იყენებს, რომელიც აღნიშნული შეღავათებით სარგებლობის უფლებას იძლევა. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 191 19. ამ მუხლის მე-3−მე-5 ნაწილების გათვალისწინებით, სხვა შემთხვევაში ამავე მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული მოწყობილობის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს აღნიშნულ მოწყობილობაზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით წინასწარ გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს ამ მოწყობილობის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, მოწყობილობის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული მოწყობილობის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება აღნიშნული საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 191 20. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელიც აღარ ასრულებს შესაბამისი შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელ პირობებს ან რომელსაც განზრახული აქვს, შეღავათით შემოტანილი მოწყობილობა ამ მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოიყენოს, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს საბაჟო ორგანოს. 21. იმ დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ გამოყენებული მოწყობილობა, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულებას, ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული პირობის შესრულების შეწყვეტის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. 22. ამ მუხლის მე-3−მე-5 ნაწილების გათვალისწინებით, შეღავათით მოსარგებლე დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-14−მე-16 ნაწილებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოყენებული მოწყობილობა ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს საქონლის სხვა დანიშნულებით გამოყენების დაწყების მომენტში, მოწყობილობის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. |