Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 109 თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი. 1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი არის საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც შესაძლებელია იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, პირადი სარგებლობისთვის საცალო წესით რეალიზებულ იქნეს: ა) უცხოური საქონელი იმპორტის გადასახდელის გადახდისა და ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების გარეშე; ბ) საქართველოს საქონელი. 2. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი საქმიანობას ახორციელებს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. 3. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შეიძლება რეალიზებულ იქნეს ნებისმიერი საქონელი, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქონლისა. 4. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შენახული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. 5. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |