Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ article 342 1. პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების/საწევრო შენატანის დამალვა − გამოიწვევს ამ შემოწირულების/საწევრო შენატანის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის დაჯარიმებას აღნიშნული შემოწირულების/საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით. 2. შემოწირულების, საწევრო შენატანის ან ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განხორციელება, როდესაც პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან ამ კანონის 26-1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელმაც მიიღო შემოწირულება ან საწევრო შენატანი ან რომლის მხარდასაჭერადაც იქნა გაწეული ხარჯი ან რომელიც შესაძლებელია სარგებელს იღებდეს სხვა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით ხარჯის გაწევით, არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა ინფორმაცია კანონდარღვევის შესახებ, − |
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ article 342 გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის განმახორციელებელი სუბიექტისა და აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის სხვა პირის მეშვეობით განმახორციელებელი სუბიექტის (არსებობის შემთხვევაში) დაჯარიმებას აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის ორმაგი ოდენობით. 3. პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების ან საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების ან საწევრო შენატანის თაობაზე ინფორმაციის დამალვა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ შემოწირულების ან საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით. 4. პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან ამ კანონის 26-1 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით. |
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ article 342 5. ანტიკორუფციული ბიუროსთვის მის მიერ მოთხოვნილი, ამ კანონით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან კანონის თანახმად პარტიისთვის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისთვის მიცემული შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, სხვა სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარით. 51. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით. 8. ამ კანონის 25-1 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით. 9. ამ მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ან სხვა პირის მეშვეობით ჩადენა − |
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ article 342 გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო მიღებული გაფრთხილების შემდეგ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში − შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ოდენობით. 10. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სამართალდამრღვევს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში. 11. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. 12. თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შესაძლებელია დააბრკოლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად წარედგინება სასამართლოს. |
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ article 342 13. სასამართლო ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების მიღებიდან 15 დღის ვადაში. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 14. წინასაარჩევნო პერიოდში რაიონული (საქალაქო) სასამართლო ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქმის მასალების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 72 საათის განმავლობაში ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების დღის მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა. |
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ article 342 15. სასამართლო ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ყადაღის დადების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში. გასაჩივრება არ აჩერებს ყადაღის მოქმედებას. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა. 17. ამ კანონის მიზნებისთვის აკრძალულ შემოწირულებად, აკრძალულ საწევრო შენატანად, აკრძალულ ხარჯად მიიჩნევა ამავე კანონის რომელიმე მოთხოვნის დარღვევით ან/და დაუსაბუთებელი ქონების გამოყენებით განხორციელებული შემოწირულება, განხორციელებული საწევრო შენატანი, გაწეული ხარჯი. |