Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ article 8 8. ეროვნული არქივის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით. 9. ეროვნულ არქივს შეუძლია განახორციელოს თავისი ფუნქციების შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობა, ხოლო მიღებული შემოსავლები განკარგოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოების, დოკუმენტების შენახვისა და დაცვის გაუმჯობესების, დასაქმებულთა დამატებითი ანაზღაურებისა და ამ კანონითა და ეროვნული არქივის დებულებით გათვალისწინებული სხვა მიზნებისათვის. 10. ეროვნულ არქივს აქვს თავისი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საბანკო ანგარიშები. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4465 -ვებგვერდი,01.04.2011წ. |
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ article 8 1. ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულებია ცენტრალური აპარატი და ცენტრალური არქივები. 2. ეროვნული არქივი საარქივო საქმეს მართავს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – რეგიონული არქივების, ადგილობრივი არქივებისა და ადგილობრივი წარმომადგენლობების – მეშვეობით. 3. ეროვნულ არქივს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის შერჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილეების შერჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 41. ეროვნული არქივის თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ეროვნული არქივის დებულებას ამტკიცებს მინისტრი. 6. ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს თავისი უფლებამოსილებების დელეგირება. 7. ეროვნული არქივის საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი. |