FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  16

2. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების იმავე სტატუსის მოსაპოვებლად ცენტრს საავტორიზაციო განაცხადი წარუდგინოს ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ. მუხლი 16-1. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების დამატების თაობაზე განაცხადის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.
2. ცენტრისათვის წარსადგენი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.
4. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ გადაწყვეტილება ან საგანმანათლებლო პროგრამის დამატებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრისათვის საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  16

ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები.
1. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:
    ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან დაკარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან;
    ბ) საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-11 მუხლის 2-2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც მას ეზღუდება მოსწავლეების/სტუდენტების/პროფესიული სტუდენტების/ აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების/აპლიკანტების მიღების უფლება;
    გ) მოსწავლეს/სტუდენტს უფლება აქვს, ამ კანონის მე-11 მუხლის 2-2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან გადავიდეს სხვა, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
    დ) სტუდენტს ამ კანონის მე-11 მუხლის 22  პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  16

ე) პროფესიულ სტუდენტს ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;
    ვ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;
    ზ) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;
    თ) აპლიკანტი, რომელმაც შესაბამის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  16

მუხლი 16-2. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდა  1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრს წარუდგინოს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადი.
2. ცენტრისათვის წარსადგენი მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.
4. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ან მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრისათვის მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.