Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 12 შედგენილი ნაწარმოების ავტორის (შემდგენლის) უფლებები. 1. შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს. 2. შემდგენელმა უნდა დაიცვას შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორების საავტორო უფლება. 3. შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორებს უფლება აქვთ გამოიყენონ თავიანთი ნაწარმოებები შედგენილი ნაწარმოებისაგან დამოუკიდებლად, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. შემდგენლის საავტორო უფლება ხელს არ უშლის სხვა პირებს, განახორციელონ იმავე მასალის შერჩევა და განლაგება თავიანთ შედგენილ ნაწარმოებთა შესაქმნელად. |