Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ article 7 საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორის ცვლილება. 1. დაუშვებელია ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის, რომლის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პარტნიორის იმგვარი ცვლილება, რომლის შედეგადაც დომინანტი პარტნიორი გახდება უცხოელი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი/საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ დგინდება. |
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ article 7 2. თუ ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის, რომლის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, წილი/აქცია/პაი უზრუნველყოფის საშუალებად გამოიყენება იმ ოდენობით, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად გირაოს საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში დომინანტი პარტნიორი გახდება უცხოელი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი/საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ დგინდება, დაუშვებელია გირავნობის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის პირობით გირავნობის უფლების გამოყენება. |
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ article 7 3. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის, რომლის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პარტნიორის იმგვარი ცვლილება, რომლის შედეგადაც დომინანტი პარტნიორი გახდება უცხოელი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი/საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ დგინდება, დასაშვებია საინვესტიციო გეგმის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. 4. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრება საინვესტიციო გეგმის საფუძველზე აქვს მოპოვებული, პარტნიორის ცვლილება დამატებით შეთანხმებას არ საჭიროებს, თუ საინვესტიციო გეგმით სხვა რამ არ არის დადგენილი. 5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი აკრძალვები არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებზე, აგრეთვე უცხოელის მიერ უფლების მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაზე. |