FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

პროკურატურის შესახებ

article  76

პროკურატურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა.
1. პროკურატურის თანამშრომელი დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.
2. პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის ან პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს გენერალური პროკურორი.
3. პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად იძიებს საქართველოს პროკურატურა.
4. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პროკურატურის თანამშრომელი თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისაგან იზოლირებულად.
5. პროკურატურის თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში უფლებამოსილების შეჩერების საკითხს წყვეტს გენერალური პროკურორი.
6. პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელი.
7. დისციპლინური გადაცდომა იყოფა კატეგორიებად:
    ა) მსუბუქი გადაცდომა;
    ბ) საშუალო გადაცდომა;
    გ) მძიმე გადაცდომა.
8. პროკურატურის თანამშრომლის მიერ:
პროკურატურის შესახებ

article  76

ა) კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ გადაცდომად;
    ბ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად;
    გ) პროკურატურის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა ფასდება მძიმე გადაცდომად;
    დ) კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ფასდება მძიმე გადაცდომად.
9. დისციპლინური სახდელის სახეებია:
    ა) შენიშვნა;
    ბ) საყვედური;
    გ) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
    დ) უფრო დაბალ რანგზე გადაყვანა;
    ე) დაქვეითება;
    ვ) დათხოვნა.
10. პროკურატურის თანამშრომლის მიერ:
    ა) კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება შენიშვნა ან საყვედური;
    ბ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება შენიშვნა, საყვედური ან თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
პროკურატურის შესახებ

article  76

გ) შეუფერებელი საქციელის ჩადენა ფასდება მძიმე გადაცდომად და, გარემოებათა გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება საყვედური, უფრო დაბალ რანგზე გადაყვანა, თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით ან პროკურატურიდან დათხოვნა;
    დ) კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა მიიჩნევა მძიმე გადაცდომად და, გარემოებათა გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება საყვედური, უფრო დაბალ რანგზე გადაყვანა, თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით ან პროკურატურიდან დათხოვნა.
11. პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი ერთი და იმავე გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.
12. დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებულზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელი.
13. პროკურატურის თანამშრომლის მიერ ორი ან მეტი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დისციპლინური სახდელის სახედ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პროკურატურიდან დათხოვნა.
14. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს პროკურატურის თანამშრომლის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი.
პროკურატურის შესახებ

article  76

15. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. ამ ვადაში არ შედის პროკურატურის თანამშრომლის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი.
16. პროკურატურის თანამშრომლის მიერ განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პროკურატურიდან მისი დათხოვნის საკითხს წყვეტს გენერალური პროკურორი, ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
17. დისციპლინური სახდელის დადება ხდება გენერალური პროკურორის ბრძანებით, გარდა ამ კანონით დადგენილი იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებს საპროკურორო საბჭო. გენერალური პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს განკარგულება უნდა გაეცნოს პროკურატურის იმ თანამშრომელს, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გენერალური პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს განკარგულება ინახება პროკურატურის თანამშრომლის პირად საქმეში.
18. პროკურატურის თანამშრომელი დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ სახდელის დადებიდან გასულია 1 წელი და მას არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი.
პროკურატურის შესახებ

article  76

19. დისციპლინური სახდელის სახედ დაქვეითების ან უფრო დაბალ რანგზე გადაყვანის გამოყენების შემთხვევაში სახდელის მოხდის ვადის გასვლა არ იწვევს სახდელის დადებამდე არსებული თანამდებობრივი მდგომარეობისა და რანგის აღდგენას.
20. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გენერალური პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ბრძანების/განკარგულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
21. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანების/განკარგულების გასაჩივრება არ იწვევს გამოყენებული სახდელის აღსრულების შეჩერებას.
22. სახდელდადებული პროკურატურის თანამშრომლის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ღონისძიებები, გარდა ამ კანონის 78-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებისა.
23. სახდელდადებულ პროკურატურის თანამშრომელს:
    ა) არ ენიჭება მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება;
    ბ) არ ემატება რანგი ანდა კლასი;
    გ) არ მიეცემა სახელფასო დანამატი.
24. დაუშვებელია სახდელდადებული პროკურატურის თანამშრომლის დაწინაურება.
პროკურატურის შესახებ

article  76

25. პროკურატურის თანამშრომელს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას ამ კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დისციპლინური სახდელი იხსნება შესაბამისი ბრძანებით/განკარგულებით. ეს ბრძანება/განკარგულება უნდა გაეცნოს პროკურატურის იმ თანამშრომელს, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო.
26. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის შესახებ ბრძანება/განკარგულება ინახება პროკურატურის თანამშრომლის პირად საქმეში.