FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  4

საინვესტიციო ფონდის არსი.
1. საინვესტიციო ფონდი არის კოლექტიური საინვესტიციო სქემა, რომელიც ინვესტორებისგან იზიდავს კაპიტალს ამ კაპიტალის განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად ინვესტორების სასარგებლოდ ინვესტირების მიზნით. 2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის კოლექტიური საინვესტიციო სქემა არის იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:
    ა) იურიდიული პირის ან სახელშეკრულებო სქემის მიზანი არ არის ჩვეულებრივი სავაჭრო ან სამრეწველო საქმიანობის განხორციელება;
    ბ) იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა აერთიანებს ინვესტორებისგან მოზიდულ კაპიტალს მისი ინვესტირების შედეგად ინვესტორებისთვის საერთო მოგების გენერირების მიზნით;
    გ) იურიდიული პირის ან სახელშეკრულებო სქემის ერთეულის მფლობელებს კოლექტიურად არ აქვთ ყოველდღიური მართვის განხორციელების ან გადაწყვეტილების მიღების უფლება. ერთი ან რამდენიმე (მაგრამ არა ყველა) ერთეულის მფლობელისთვის ყოველდღიური მართვის განხორციელების ან გადაწყვეტილების მიღების უფლების მინიჭება არ ნიშნავს, რომ იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა კოლექტიური საინვესტიციო სქემა არ არის.
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  4

3. საინვესტიციო ფონდის აქტივები შესაძლებელია დაიყოს საინვესტიციო პოლიტიკით ან/და სხვა ნიშნით ერთმანეთისგან განსხვავებულ, დამოუკიდებელ საინვესტიციო ნაწილებად, რომლებიც ქვეფონდებად მიიჩნევა. საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელი ნორმები აგრეთვე ვრცელდება მათ შესაბამის ქვეფონდებზე, როგორც დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდებზე, ამ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილებები საინვესტიციო ფონდის ქვეფონდთან, როგორც დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდთან, მიმართებით.
4. გარდა საქართველოს კანონმდებლობით ქვეფონდებისთვის დადგენილი მოთხოვნებისა, საქართველოში დაფუძნებული ქოლგისებრი  ფონდის ქვეფონდზე ვრცელდება შემდეგი წესები:
    ა) დაუშვებელია ქვეფონდის აქტივების გამოყენება ან მათ მიმართ აღსრულების ღონისძიებების გამოყენება სხვა ქვეფონდების ვალდებულებების შესასრულებლად ან სხვა ქვეფონდების ერთეულის მფლობელების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
    ბ) თითოეული ქვეფონდის მიმართ აღრიცხვა ხორციელდება ქოლგისებრი ფონდის სხვა ქვეფონდებისგან დამოუკიდებლად;
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  4

გ) ქოლგისებრი ფონდის აქტივების მმართველი კომპანია ან ქოლგისებრი საინვესტიციო კომპანია უფლებამოსილია ქვეფონდთან დაკავშირებული ქმედებები განახორციელოს ისე, როგორც განახორციელებდა დამოუკიდებელ ფონდთან მიმართებით, თუ ამ კანონით ან მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
    დ) ქვეფონდის სასარგებლოდ შეძენილი ნებისმიერი უფლება, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრაციას ექვემდებარება, უნდა დარეგისტრირდეს იმ ქვეფონდის სახელზე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უფლების შეძენა;
    ე) თითოეული ქვეფონდის ერთეულის მფლობელს უფლება აქვს, გადავიდეს სხვა ქვეფონდში ქოლგისებრი ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პირობებითა და დადგენილი წესით.
5. არავის აქვს უფლება, გამოიყენოს ტერმინები: „საინვესტიციო ფონდი“, „საინვესტიციო კომპანია“, „კოლექტიური საინვესტიციო სქემა“, „კოლექტიური საინვესტიციო ფონდი“, „ქოლგისებრი ფონდი“, „ქვეფონდი“, „UCITS“, „კერძო კაპიტალის ფონდი“ და „ვენჩურული კაპიტალის ფონდი“, აგრეთვე სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინების გამოყენებით საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად ავტორიზაციის, რეგისტრაციის,  აღიარების გარეშე.