Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 22 საკორესპონდენტო ურთიერთობა. 1. ამ კანონის მიზნებისთვის საკორესპონდენტო ურთიერთობა არის ერთი კომერციული ბანკის, მიკრობანკის (კორესპონდენტის) მიერ მეორე კომერციული ბანკისთვის, მიკრობანკისთვის (რესპონდენტისთვის) საბანკო მომსახურების გაწევა საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნით და მასთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების შესრულებით, აგრეთვე ფინანსურ ინსტიტუტებს შორის მსგავსი საქმიანი ურთიერთობა, რომელიც ფულადი სახსრების გადარიცხვას, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას ან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას უკავშირდება. 2. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარებამდე, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით შეისწავლოს რესპონდენტის რეპუტაცია და მასზე განხორციელებული ზედამხედველობის ხარისხი, მათ შორის, მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს თუ არა რესპონდენტის მიმართ გამოძიება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტზე ან განხორციელდა ან ხორციელდება თუ არა მის მიმართ საზედამხედველო ღონისძიება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო; |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 22 ბ) შეაფასოს რესპონდენტის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობა; გ) ხელმძღვანელობისგან მიიღოს საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარების ნებართვა; დ) მკაფიოდ განსაზღვროს როგორც რესპონდენტი ფინანსური ინსტიტუტის, ისე კორესპონდენტი ფინანსური ინსტიტუტის ვალდებულებები. 3. ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობის მიმდინარეობისას უნდა მიიღოს გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენად და სათანადო პერიოდულობით, რესპონდენტის რისკის დონის შესაბამისად განახორციელოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები. 4. აკრძალულია ფინანსური ინსტიტუტის მიერ საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, თუ რესპონდენტი ფიქციური ბანკია ან უშვებს, რომ ფიქციურმა ბანკმა მისი ანგარიში გამოიყენოს. 5. აკრძალულია ფინანსური ინსტიტუტის მიერ საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, თუ რესპონდენტი უშვებს, რომ კლიენტისთვის პირდაპირ იყოს ხელმისაწვდომი საკორესპონდენტო ანგარიში საკუთარი სახელით ოპერაციების შესასრულებლად (payable-through account). |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 22 6. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარებამდე ან/და მისი მიმდინარეობისას კორესპონდენტს მიაწოდოს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაცია (დოკუმენტი) (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია). |