FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

article  15

დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა.
1. დაცული ტერიტორიების დაგეგმვის პირველი ეტაპი (სისტემის დაგეგმვა ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე) თითოეული დაცული ტერიტორიისათვის ვითარდება სავალდებულო მენეჯმენტის გეგმის საშუალებით.
2. მენეჯმენტის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს დაცული ტერიტორიის დაზუსტებულ საზღვრებს, ზონებს, მათ ტერიტორიულ ორგანიზებას, დამხმარე ზონის (ბუფერული ზონის) და დაცვის, მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის, განათლების, რეკრეაციის, ტურიზმის, ადმინისტრაციისა და სხვა საქმიანობის ინტეგრალური განვითარების პროგრამას და ბიუჯეტს, შეიმუშავებს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგენს დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიის შექმნისას, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში (დაცული ტერიტორიის შექმნის უკიდურესი მიზანშეწონილობის და გარანტირებული საბიუჯეტო სახსრების არარსებობის პირობებში, როდესაც აუცილებელია დონორი ან სხვა არასაბიუჯეტო ორგანიზაციების სახსრების მოზიდვა) – შექმნიდან 3 წლის ვადაში.
დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

article  15

3. მენეჯმენტის გეგმა თითოეული დაცული ტერიტორიის თავისებურებიდან გამომდინარე ადგენს ტერიტორიის ამოქმედების სხვადასხვა ეტაპზე მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ხელშემწყობ ღონისძიებებს. გეგმა მუშავდება მისი დანერგვის სხვადასხვა ვადისათვის; ან ვადის გასვლის შემდეგ მუშავდება განახლებული მენეჯმენტის გეგმა.
4. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმას, განახლებულ მენეჯმენტის გეგმას ან დროებითი რეგულირების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ​ საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2307 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.