Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 36 პირის დაკითხვა. 1. პირს, რომელსაც ბრალი ედება საერთაშორისო სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენაში, დაკითხვისას უფლება აქვს: ა) დაკითხვის წინ განემარტოს, რომ იგი იმ დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს განსჯადია; ბ) ისარგებლოს დუმილის უფლებით; გ) მოიწვიოს სასურველი დამცველი, ხოლო თუ არ ჰყავს იგი – უფლებამოსილი ორგანოსაგან მოითხოვოს მისი შერჩევა ან სახაზინო წესით დანიშვნა; დ) დაიკითხოს დამცველის მონაწილეობით, თუ იგი ნებაყოფლობით არ ამბობს უარს დამცველის ყოლაზე. 2. თუ პირის დაკითხვა წარმოებს იმ ენაზე, რომელსაც პირი არ ფლობს ან არასათანადოდ ფლობს, მას ენიშნება თარჯიმანი. მას ასევე წარედგინება აუცილებელი დოკუმენტების მისთვის გასაგებ ენაზე შესრულებული თარგმანები. |
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 36 3. პირს უფლება აქვს, უარი თქვას თავის ან იმ ახლობელთა წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რომელთა წრეც განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და საერთაშორისო სასამართლოს „პროცედურისა და მტკიცების წესების“ მიხედვით, ან, თუ ჩვენების მიცემაზე უარის თქმით სურს, სტატუტის 72-ე მუხლის შესაბამისად, არ გახმაურდეს მისთვის სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განდობილი ინფორმაცია. თუ პირი იყენებს აღნიშნულ უფლებას, უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ასეთ შემთხვევაში პირის დაკითხვის დასაშვებობის შესახებ. 4. პირს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებები განემარტება დაკითხვის დაწყებამდე. |