FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  40

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და სპეციალურ საშულებათა გამოყენება.
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოები და საქართველოს თავდაცვის ძალები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული შემოჭრის მოსაგერიებლად, საჰაერო ტრანსპორტისა და სანაოსნო ტრანსპორტის საზღვარგარეთ გატაცების მცდელობის აღსაკვეთად (თუ მასში მგზავრები არ იმყოფებიან) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იყენებენ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას.
2. იარაღი და საბრძოლო ტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
    ა) პირის, საჰაერო, სანაოსნო და სხვა სახის ტრანსპორტის წინააღმდეგ, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა ან ცდილობდა გადაეკვეთა ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევით; მის მიერ ძალის გამოყენების საპასუხოდ, თუ დარღვევის აღკვეთა და დამრღვევის დაკავება სხვა საშუალებით შეუძლებელია;
    ბ) ადამიანთა თავდასხმისაგან დასაცავად, რომელიც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება;
    გ) მძევლების გასათავისუფლებლად;
    დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მომსახურე პირებზე თავდასხმის აღსაკვეთად;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  40

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფზე ან ობიექტზე თავდასხმის, მათ შორის, სანაოსნო საშუალებასა და საჰაერო ხომალდზე შეიარაღებული თავდასხმის, აღსაკვეთად.
3. იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენებას აუცილებლად წინ უნდა უსწრებდეს გაფრთხილება მათი გამოყენების შესახებ.
4. იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გაუფრთხილებლად გამოყენება შეიძლება სამხედრო მოსამსახურეებსა და სხვა მოქალაქეებზე მოულოდნელი ან შეიარაღებული თავდასხმისას, საჰაერო, სანაოსნო და სხვა სახის ტრანსპორტზე საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით თავდასხმისას, იარაღით წინააღმდეგობის გაწევისას, დაკავებულ პირთა იარაღით გაქცევისას და მძევლების გასათავისუფლებლად.
5. სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ იარაღი გამოიყენონ განგაშის ან დახმარების სიგნალის მიღებისას, აგრეთვე ცხოველთა გაუვნებელსაყოფად, თუ ისინი ემუქრებიან სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
6. აკრძალულია იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენება:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  40

ა) ორსულობის, მცირეწლოვანების, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან პოლიციელის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმისა და წინააღმდეგობის სხვა ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია;
    ბ) იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით ან შემთხვევით უკანონოდ გადაკვეთეს ან ცდილობდნენ გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
7. იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“.
8. საქართველოს თავდაცვის ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვაში, შეუძლიათ იარაღი და საბრძოლო ტექნიკა გამოიყენონ ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  40

9. სპეციალურ საშუალებათა (ხელბორკილი, რეზინის ხელკეტი, ცრემლმდენი საშუალებანი, ტრანსპორტის იძულებით შემაჩერებელი მოწყობილობანი და სხვა), ფიზიკური ძალის, საბრძოლო ილეთების, სასამსახურო ძაღლების გამოყენება ხდება „პოლიციის შესახებ“ და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.
10. სრული სია სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს შეიარაღებაში, განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“.