Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 23 სამხედრო პოლიციის საქმიანობის მიზნები და ამოცანები. სამხედრო პოლიციის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, გამოძიება და დამნაშავის ძებნა და დაკავება ამ კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს სარგებლობაში არსებულ ობიექტსა და ტერიტორიაზე, თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილზე და მისი ფარგლების გარეთ სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თავიდან აცილება, გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე; გ) სამინისტროს სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს სარგებლობაში არსებული ობიექტებისა და ტერიტორიის, თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილების დაცვის ღონისძიებებისა და სამინისტროს სამხედრო ობიექტების პერიმეტრის დაცვის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე უსაფრთხოების ოფიცრის მეშვეობით ქვედანაყოფების შიდა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება; |
თავდაცვის კოდექსი article 23 ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზნები და ამოცანები. |