Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 37 განათლების ინკლუზიური სისტემის მხარდაჭერის პროგრამა. 1. განათლების ინკლუზიური სისტემის მხარდაჭერის პროგრამის დანერგვის მიზანია, ხელი შეუწყოს: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო რესურსების, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ადამიანური რესურსების ბავშვის განათლების მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას; ბ) განათლების ინკლუზიური სისტემის დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში მათთვის განათლების მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიწოდებას; გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებების პედაგოგებისა და სხვა ძირითადი პერსონალის პროფესიული განვითარების ეროვნული სისტემის შექმნას, რაც ხარისხიანი ინკლუზიური განათლების მიწოდების აუცილებელი წინაპირობაა; დ) ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის შესაბამისი სერვისებისა და პროგრამების დანერგვას; უმაღლესი განათლების საფეხურზე საჭირო პროგრამების მოდულების შემუშავებასა და დანერგვას. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 37 2. სახელმწიფო ახორციელებს ყველა აუცილებელ ადმინისტრაციულ, სოციალურ და სხვა ღონისძიებას, რათა საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებული ინფრასტრუქტურა და პროგრამები გონივრულად მიესადაგოს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებს, ხოლო ახალი ინფრასტრუქტურა და პროგრამები უნივერსალური დიზაინის პრინციპის სავალდებულო გათვალისწინებით შეიქმნას. 3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიმუშავებს და ახორციელებს ბავშვის განათლების ხელშემწყობ პროგრამებს მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით. 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბუნებრივი გარემოს დაცვისა და განვითარების, ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების რისკების შემცირებისა და მართვის საკითხებზე პოლიტიკის შემუშავებისას და გადაწყვეტილების მიღებისას ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების, ბავშვისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების და მისი მონაწილეობის უფლების უზრუნველსაყოფად. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 37 5. მუნიციპალიტეტი ბავშვის განათლების ხელშეწყობის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 6. არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის განათლების ხელშეწყობის ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი პროგრამების ან სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. |