FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  107

დაბრუნებული საქონელი.
1. თუ საქონელი ან მისი ნაწილი, რომელიც ექსპორტირებულ იქნა საქართველოდან და რომელსაც უცხოური საქონლის სტატუსი მიენიჭა, 3 წლის ვადაში დაბრუნდა საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად, დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში დაბრუნებული საქონელი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან, თუ იგი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაბრუნებისას არის იმავე მდგომარეობაში, რომელშიც იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.
2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დეკლარანტის განცხადების საფუძველზე ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა გააგრძელოს 1 წლით.
3. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე საქონელი საქართველოში გაშვებული იყო თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივი დანიშნულებით, დაბრუნებული საქონელი ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება, თუ იგი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია უცვლელ მდგომარეობაში და იმავე მიზნობრივი დანიშნულებით.
4. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქონელი ამ კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად კარგავს საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსს და შემდეგ გაიშვება თავისუფალ მიმოქცევაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  107

5. ამ მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებით სარგებლობისთვის უნდა შესრულდეს ამავე მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამ პირობების შესრულება დასტურდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
6. შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ პროდუქტზე, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტირებულ იქნა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცვლელ მდგომარეობაში დაბრუნდა, გადასახდელი იმპორტის გადასახადის ოდენობა გაანგარიშდება ამ კოდექსის 54-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. ამ შემთხვევაში რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღე მიიჩნევა აღნიშნული პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღედ.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება არ გამოიყენება ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოდან ექსპორტირებული გადამუშავებული პროდუქტის მიმართ, თუ უზრუნველყოფილი არ იქნება, რომ იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონელი ან/და დაბრუნებული საქონელი არ მოექცევა შიდა გადამუშავების პროცედურაში.