FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  16

აუდიტის კომიტეტი.
1. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან იქმნება აუდიტის კომიტეტი. აუდიტის კომიტეტის წევრთა უმრავლესობას სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები უნდა შეადგენდნენ.
2. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დამოუკიდებლად მიიჩნევა, თუ იგი არ განიცდის კომერციული ბანკის ან სხვა გარე მხარის გავლენას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქმიანობის განხორციელებისას ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის განსაზღვრის დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსით.
3. აუდიტის კომიტეტის სულ მცირე ორ წევრს, მათ შორის, კომიტეტის თავმჯდომარეს, უნდა ჰქონდეს ფინანსური ანგარიშგების ანალიზის უნარი, გამოცდილება ან ფინანსური განათლება.
4. აუდიტის კომიტეტი კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პერიოდულად აბარებს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  16

5. აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია: შიდა კონტროლის საკითხებთან მიმართებით ბანკის მიდგომების და ფინანსური ანგარიშგების პოლიტიკის განსაზღვრა, ფინანსური ანგარიშგების პროცესის მონიტორინგი, შიდა აუდიტის და კომერციული ბანკის აუდიტორების ფუნქციონირების ხელშეწყობა. აუდიტის კომიტეტის ფუნქციები და პასუხისმგებლობა დამატებით ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება. საქართველოს  2001  წლის  23 ოქტომბრ ის  კანონი  №  1115  -  სსმ  I, №  32  07.11 . 2001  წ .,  მუხ .125