Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 431 1. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შესახებ დგება ოქმი. მას ადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს სხდომის მდივანი. 2. სასამართლოს სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს: ა) სასამართლო სხდომის თარიღი და ადგილი; ბ) სასამართლო სხდომის დაწყებისა და დამთავრების თარიღები; გ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება, საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეები და ის მოსამართლეები, რომლებიც რაიმე მიზეზით ვერ მონაწილეობენ საქმის განხილვაში; დ) სხდომის მდივანი; ე) საქმის დასახელება; ვ) ცნობები საქმის განხილვის მონაწილეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა და თარჯიმანთა, აგრეთვე მათთვის უფლებებისა და მოვალეობების განმარტების შესახებ; ზ) თავმჯდომარის განკარგულებანი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სხდომის დარბაზში მიღებული დადგენილებანი; თ) საქმის განხილვის მონაწილეთა განცხადებები და განმარტებები; ი) მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული წერილობითი მტკიცებულებები. 3. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. |