Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 16 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა პირთა პასუხისმგებლობა, რომლებზედაც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება. 1. სამხედრო მოსამსახურეს, სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური დისციპლინური ნორმების მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისთვის ან ამ კოდექსის 45-ე და 45-1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირს არ შეიძლება შეეფარდოს გამასწორებელი სამუშაოები. 1-4, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, აგრეთვე სპეციალური დისციპლინური ნორმების მიხედვით. 2. სხვა პირს (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისა), რომელზედაც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება, უშუალოდ ამ სპეციალური დისციპლინური ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 16 3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ შესაბამის ორგანოებს ბრალეულთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად. |