FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  316

სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც რეგისტრირებული უნდა იქნეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში, არის საფუძველი ასეთი რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოთა მიერ გასაცემ დოკუმენტებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  316

-2. განცხადების შეტანა.
1. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში დონორის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  316

-3. განცხადების შინაარსი.
1. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს დონორის ორგანოს მოპოვების მიზანი, დონორის პირადი და ოჯახური მდგომარეობა და დონორსა და რეციპიენტს შორის არსებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) ხასიათი.
2. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს:
    ა) დონორსა და რეციპიენტს შორის ნათესაური კავშირის არსებობის შემთხვევაში: ა.ა) ცნობა, რომელიც ადასტურებს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − იმავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვას; ა.ბ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს დონორსა და რეციპიენტს შორის ნათესაური კავშირის არსებობას „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; ა.გ) იმის მტკიცებულებები, რომ გარდაცვლილი ადამიანის შესაბამისი ორგანო ხელმისაწვდომი არ არის და მკურნალობის სხვა, ალტერნატიული, მსგავსი ეფექტის მქონე მეთოდი არ არსებობს; ა.დ) ცნობა რეციპიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს ორგანოს გადანერგვის ჩვენებას; ა.ე) დონორის თანხმობა ცოცხალ დონორობაზე;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  316

ა.ვ) დასკვნა დონორისა და რეციპიენტის ანტიგენური თავსებადობის შესახებ; ა.ზ) ცნობა პოტენციური დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამასთანავე, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს რომ ჩატარებულია დონორის სამედიცინო და ფსიქოლოგიური შემოწმება და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკების შეფასება და დადგენილია, რომ სადონაციო ორგანოს მოპოვება მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ შეუქმნის; ა.თ) ცოცხალი დონაციის კომისიის თანხმობა ცოცხალ დონორობაზე;
    ბ) დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) არსებობის შემთხვევაში: ბ.ა) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს არანაკლებ 2 წლის განმავლობაში დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო, პირადი და სტაბილური ემოციური კავშირის არსებობას; ბ.ბ) იმის მტკიცებულებები, რომ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შორის ცოცხალი დონორი ვერ მოიძებნა; ბ.გ) იმის მტკიცებულებები, რომ რეციპიენტისთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მისი მძიმე ავადმყოფობისგან განკურნებისთვის, დაავადების პროგრესირების შეჩერებისთვის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მკურნალობის სხვა, ალტერნატიული ხელმისაწვდომი მეთოდი არ არსებობს;