Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ article 9 1. ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოებისა და იმ სტრუქტურული ერთეულების – ცენტრალური არქივების – სამოქმედო ტერიტორიები, რომელთა საქმიანობაც საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 2. რეგიონული და ადგილობრივი არქივები მუდმივად ინახავენ მათ სამოქმედო ტერიტორიებზე შექმნილ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს. რეგიონული და ადგილობრივი არქივები და ადგილობრივი წარმომადგენლობები მართავენ საარქივო საქმეს შესაბამის ტერიტორიაზე. 3. რეგიონულ და ადგილობრივ არქივებს ხელმძღვანელობენ დირექტორები, ხოლო ადგილობრივ წარმომადგენლობებს – ადგილობრივი წარმომადგენლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი. 4. ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი. 5. ტერიტორიული ორგანოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით. 6. ტერიტორიულ ორგანოს აქვს თავისი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. |