FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ნოტარიატის შესახებ

article  20

ნოტარიუსის სამსახურებრივი შეუთავსებლობა.
1. ნოტარიუსს უფლება არა აქვს, სანოტარო საქმიანობის განხორციელებასთან ერთად ეკავოს სხვა თანამდებობა ან ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობისა.
2. ნოტარიუსს აქვს თავისი პირადი კაპიტალის ინვესტირების უფლება.
3. ნოტარიუსს და მისი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს ეკრძალებათ იყვნენ მხარეთა შუამავლები გარიგების დადებისას.
4. დაუშვებელია ნოტარიუსის მიერ არასათანადო რეკლამის განთავსება ან გავრცელება, ასევე ნოტარიუსის პროფესიული თვისებების რეკლამირება. ნოტარიუსს უფლება აქვს, საკუთარი სანოტარო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილ ფარგლებში.