FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ნარჩენების მართვის კოდექსი

article  6

ნარჩენების მართვის სფეროში კომპეტენტური ორგანოები.
1. ნარჩენების მართვის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
    ა) ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
    ბ) ნარჩენების აღრიცხვა და ნარჩენების მონაცემთა ბაზის წარმოება ამ კოდექსის 29-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად;
    გ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება ამ კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად;
    დ) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, მისი განხორციელების კოორდინაცია და გეგმის განხორციელების ანგარიშის წარდგენა ამ კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად;
    ე) ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაციის წარმოება;
    ვ) ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობა; ვ-1) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით;
    ზ) ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  6

2. სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად არეგულირებს ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვას ამ კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამინისტროსთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებს და აკონტროლებს სამედიცინო ნარჩენების მართვას.
4. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებს და ზედამხედველობს ცხოველური ნარჩენების მართვას.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება გასცემს სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობას.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებენ და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენენ კანონქვემდებარე აქტის/აქტების პროექტს/პროექტებს, რომლითაც/რომლებითაც განისაზღვრება ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, კერძოდ, მოთხოვნები:
    ა) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების სტანდარტებისადმი;
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  6

ბ) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი კონტეინერისადმი;
    გ) სახიფათო ნარჩენების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გამოცდილებისადმი.
7. სამინისტროს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ-1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავისი უფლებამოსილებები განახორციელოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით. აღნიშნული უფლებამოსილებები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება სხვა მესამე პირს გადაეცეს.
8. ამ კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება მუნიციპალური ნარჩენების მართვა (მათ შორის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება) ამ კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ-1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და ამავე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებისა.
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  6

9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, ოპერირება და დახურვა განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას.