Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთო სასამართლოების შესახებ article 132 სასამართლო მედიაციის პროგრამა. 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია შესაბამის სასამართლოში „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახორციელოს სასამართლო მედიაციის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და მედიაციის განვითარებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები. 2. სასამართლო მედიაციის პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 3. სასამართლო მედიაციის პროგრამა უნდა განსაზღვრავდეს სასამართლოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის კომუნიკაციის სტანდარტებს, სასამართლო მედიაციის წარმართვის საპროცესო მხარეს, აგრეთვე სასამართლო მედიაციის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა საკითხებს, რომლებიც „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებული არ არის. |