Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 3 კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) თამბაქოს ნაწარმი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნაწარმი (გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებისა), რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, დასაღეჭად, საწუწნად ან შესასუნთქად, მათ შორის: ა.ა) ფილტრიანი სიგარეტი, უფილტრო სიგარეტი; ა.ბ) პაპიროსი; ა.ბ-1) სიგარა, სიგარილა; ა.გ) საჩიბუხე თამბაქო, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო; ა.დ) შესახვევი თუთუნი; ა.ე) დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქო; ა.ვ) ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალა/კარტრიჯი/კაფსულა; ა.ზ) თამბაქოს ახალი ნაწარმი − თამბაქოს შემცველი პროდუქტი, რომელიც არ შედის ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმის არცერთ სხვა კატეგორიაში; ა.ზ-1) ნიკოტინის შემცველი პროდუქტი თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად; ა.თ) თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები; ა.ი) გასახურებელი თამბაქო − თამბაქოს ნაწარმი (გარდა ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალისა/კარტრიჯისა/კაფსულისა), რომელიც განკუთვნილია მხოლოდ გახურების გზით მოხმარებისთვის; |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 3 ა-1) თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა – მუნდშტუკი, ჩიბუხი, ჩილიმი, საწუწნი თამბაქოს მოწყობილობა, შესასუნთქი თამბაქოს მოწყობილობა, ელექტრონული სიგარეტი ან სხვა მსგავსი მოწყობილობა, სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელა, თამბაქოს გასახვევი ქაღალდი, თამბაქოს შესახვევი აპარატი, თამბაქოს დასაჭრელი აპარატი, საფერფლე, ნებისმიერი სახის პორტსიგარი ან სხვა საგანი, რომელიც განკუთვნილია უპირატესად თამბაქოს მოხმარებისთვის ან/და შენახვისთვის, აგრეთვე სიგარეტის, მისი კოლოფის ან ზემოაღნიშნული საგნის ილუსტრაცია ან მისი გამომსახველი სხვა საგანი; ბ) სიგარეტი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი სახის გრაგნილი ან მილისებრი აგებულების კონსტრუქცია, რომელიც გახვეულია ქაღალდში ან კანონით დაშვებულ სხვა მასალაში, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს; ბ-1“ ქვეპუნქტებში მითითებული თამბაქოს ნაწარმისა), რომელიც მიიღება დაჭრილი თამბაქოს მომზადების/წარმოების (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩის, დანამვისა და სოუსირების, თამბაქოს ნედლეულის შერევის, თამბაქოს დაჭრის, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავების, დაჭრილი თამბაქოს არომატიზების, დაჭრილი თამბაქოს შერევისა და მზა პროდუქტის შეფუთვის) პროცესის შედეგად; |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 3 გ) არმოსაწევი თამბაქო – თამბაქოს ნაწარმი, რომელიც არ არის განკუთვნილი მოსაწევად, კერძოდ, დასაღეჭი, საწუწნი ან შესასუნთქი თამბაქო; დ) თამბაქოს მოწევა – თამბაქოს ნაწარმის წვის ან გახურების შედეგად გამოყოფილი პირველადი კვამლის ან აეროზოლის შესუნთქვა; ე) თამბაქოს ინდუსტრია – თამბაქოს ნაწარმის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია, ექსპორტი, რეექსპორტი ან/და ტრანზიტი; ე-1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა და სიგარილის მოწევა; ე-2) თამბაქოს წარმოება − ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმის წარმოება; ვ) სამედიცინო გაფრთხილება – თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამის პიქტოგრამას; ზ) როტაცია – სამედიცინო გაფრთხილებების მონაცვლეობა; თ) თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტი – თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობაში არსებული თამბაქო, დანამატი, ნივთიერება ან ელემენტი, მათ შორის, ქაღალდი, ფილტრი, კაფსულა, მელანი, წებო; თ-1) დანამატი – ნივთიერება ან მასალა (გარდა თამბაქოს ფოთლისა), რომელიც ემატება თამბაქოს ნაწარმს; ი) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 3 კ) თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა თამბაქოს ნაწარმის დანიშნულებისამებრ მოხმარების შედეგად, კერძოდ, სიგარეტის ან სხვა სახის მოსაწევი თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა მოსაწევი თამბაქოს მოხმარების შედეგად, აგრეთვე დასაღეჭი თამბაქოს, საწუწნი თამბაქოს, შესასუნთქი თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოყოფილი ნივთიერება; ლ) (ამოღებულია - 17.05.2017, №859); მ) დამხმარე მასალა და საგნები – თამბაქოს ნაწარმთან შეხებაში მყოფი გარსი, კოლოფი და სხვა შესაფუთი მასალა; ნ) რეალიზაცია – გაყიდვის ან სხვა სახით გასაღების მიზნით თამბაქოს მზა პროდუქტის სხვა პირისათვის გადაცემა კომერციული სარგებლის მისაღებად; ო) მანიპულირება – აწონვა, გაზომვა, დადამღვა, დაბეჭდვა, შეფუთვა, დაწყობა, გადაადგილება; პ) ფალსიფიკაცია – თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის, მახასიათებლების, ასორტიმენტისა და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებსა და ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებთან; ჟ) (ამოღებულია - 17.05.2017, №859); რ) საწარმოო ობიექტი – საწარმო, საამქრო ან მათი უბნები და სხვა საწარმოო ქვედანაყოფები და ტერიტორიები, აგრეთვე მოწყობილობები, რომლებიც თამბაქოს წარმოების პროცესში გამოიყენება; ს) (ამოღებულია - 17.05.2017, №859); |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 3 ტ) მზა პროდუქტი – რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობის (სამრეწველო გადამუშავების) შედეგად მიღებული პროდუქტი; უ) თამბაქოს მწარმოებელი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს თამბაქოს (მათ შორის, ამ მუხლის „უ-1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაწევი თამბაქოს და სიგარეტის მწარმოებელი) და პასუხს აგებს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისთვის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქტის იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი; უ-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას და პასუხს აგებს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისთვის; ფ) შენობა-ნაგებობა – ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), რომელსაც აქვს იატაკი, ნებისმიერი სახის სახურავი ან ჭერი და ზედაპირის (გარდა სახურავისა, ჭერისა, იატაკისა) არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი; |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 3 ქ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი − ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება, ტაქსი, მატარებელი, საჰაერო ხომალდი, მეტროპოლიტენი, საბაგირო ტრანსპორტი, გემი ან სხვა სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება ადამიანების შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ ან/და კომერციული მოგების მიღების მიზნით გადასაყვანად; ღ) ელექტრონული სიგარეტი − პროდუქტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანის პირისთვის განკუთვნილი მოწყობილობით ნიკოტინის შემცველი აეროზოლის მოხმარებისთვის, ან ამ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტი, კარტრიჯისა და ავზის ჩათვლით, ან მოწყობილობა კარტრიჯის ან ავზის გარეშე. ელექტრონული სიგარეტი შეიძლება იყოს ერთჯერადი გამოყენების ან მრავალჯერადი გამოყენების (კონტეინერისა და ავზის მეშვეობით შესავსები ან ერთჯერადი მოხმარების კარტრიჯის მეშვეობით დასატენი); ყ) ბრენდის გაფართოება − თამბაქოს ნაწარმის ბრენდის, სასაქონლო ნიშნის, ემბლემის, სავაჭრო ნიშნის, ლოგოს ან ნებისმიერი სხვა განმასხვავებელი ნიშნის (მათ შორის, ფერთა განსხვავებული კომბინაციების) ისეთი კავშირი სხვა პროდუქტთან ან მომსახურებასთან, რომლის დროსაც თამბაქოს ნაწარმი და სხვა პროდუქტი ან მომსახურება ერთმანეთთან არის ასოცირებული. |