Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 13 გენერალური შეთანხმებები (ხელშეკრულებები) რკინიგზის მიერ ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების შესახებ. 1. რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში დადონ ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების გრძელვადიანი გენერალური შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განისაზღვრება გადასაზიდი ტვირთის მოცულობა, წარდგენის ვადა, გამოსაყოფი სატრანსპორტო საშუალებები და სხვა პირობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსითა და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გენერალური შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე რკინიგზა ვალდებულებას კისრულობს, გადასაზიდად ტვირთი მიიღოს შეთანხმებული ოდენობით, ხოლო ტვირთგამგზავნი ვალდებულია, გადასაზიდად ტვირთი წარადგინოს შეთანხმებულ ვადაში. 3. რკინიგზას უფლება აქვს, შესაბამის პირთან დადოს მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების გრძელვადიანი გენერალური შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განისაზღვრება მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული მოთხოვნები, გადაყვანის საფასურის ოდენობა და სხვა პირობები. |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 13 -2. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის ზედამხედველობა და მონიტორინგი. 1. სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობასა და მონიტორინგს ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით ან სხვაგვარად. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. 3. გაეროს მიერ დადგენილი სახიფათო ტვირთების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით I კლასის სახიფათო ტვირთისა და VII კლასის სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ, წერილობით, სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესაბამისად უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 13 -3. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი. 1. იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა მოიცავს სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვას ან/და სახიფათო ტვირთის შეფუთვას, დატვირთვას, გადმოტვირთვას ან/და დახარისხებას, ვალდებულია ჰყავდეს ერთი ან ერთზე მეტი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი, გარდა სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 2. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტს უნდა ჰქონდეს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი. ამ სერტიფიკატს გასცემს სააგენტო. 3. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი გაიცემა პირის მიერ შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სააგენტოში ჩაბარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე. 4. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთჯერადად, 5 წლით, თუ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი აღნიშნული ვადის გასვლამდე 1 წლის განმავლობაში ხელახლა ჩააბარებს შესაბამის გამოცდას. |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 13 5. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების, შესაბამისი გამოცდის ჩატარების, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობები, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. 6. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობები, რომლებიც მოიცავს აგრეთვე იმ მოთხოვნებს, რომლებსაც შესაბამისი სასწავლო კურსი უნდა აკმაყოფილებდეს, მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. |